Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობიდან „განდგომილებზე“
Civil.ge
12 January 2017, 18:05

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის მიერ დაფუძნებული ნაციონალური მოძრაობიდან მასთან დაპირისპირებული ლიდერების დიდი ჯგუფის გამოყოფასთან  დაკავშირებით აცხადებს, რომ პარტიაში „ლუზერების მმართველობა“ დასრულდა და  „მისი კონტროლი დაიბრუნა რამდენიმე ათეულმა ათასმა აქტივისტმა“.

„ჩვენმა ხალხმა აჩვენა თავისი ძალა და არ დაუშვა ნაციონალური მოძრაობის ხელში ჩაგდებისა და ჩემი პარტიიდან გაშვების ივანიშვილისეული გეგმის განხორციელება“, - წერს სააკაშვილი თავის Facebook-ის გვერდზე. 

“განდგომილების” რაოდენობა დღეს ყველამ ნახა, ხოლო ნაციონალური მოძრაობის მრავალრიცხოვანებასა და ძალაში ყველა დარწმუნდება 20 იანვრის ყრილობაზე“, - ამბობს ექსპრეზიდენტი, „ გიგიმ [უგულავა] კი, რომელმაც ჩემზე უფრო მეტი ისაუბრა, ვიდრე მის ციხეში ჩამსმელ ოლიგარქზე, [სააკაშვილის ოპოზიციაში გადასული ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი] ოქრუაშვილი გამახსენა და ადამიანურად შემეცოდა. 

„დამთავრდა ნაცრის თავზე დაყრა და ლუზერების მმართველობა. პარტია ერთიანი და ძლიერია, როგორც არასდროს ბოლო 4 წლის განმავლობაში, ვინაიდან მისი კონტროლი დაიბრუნა რამდენიმე ათეულმა ათასმა აქტივისტმა“, - აცხადებს სააკაშვილი, რომელიც სხვადასხვა ბრალდებებით იძებნება, რასაც ის პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას უწოდებს.  

„მომავალში უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც საშუალებას მისცემს ამომრჩეველს, მოტყუების შემთხვევაში, უკან გაიხმოს დეპუტატი“, - ამბობს ის.

ნაციონალური მოძრაობის გაყოფის შედეგად პარტიის სიით გასული დეპუტატების უმრავლესობამ, პარტიის სხვა წევრებთან ერთად ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების გეგმები 12 იანვარს გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება წინ უძღვის ნაციონალური მოძრაობის სადავო ყრილობას, რომელიც 20 იანვარს იგეგმება და გამოცხადდა ერთი კვირის თავზე, რაც თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა.

გაგრძელება იქნება

highlightSearchTerms('maintext','', 'yellow'); highlightSearchTerms('titletext','', 'yellow'); უახლესი ამბები
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი